სირსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინა კურსკის ოლქში რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

შედარებისთვის, ეს თბილისის ფართობზე [726 კვ. კმ] მეტია.

სირსკის განცხადებაზე „მედუზა“ იუწყება. გამოცემის ცნობით, სირსკიმ ეს განცხადება ზელენსკისთან თათბირზე გააკეთა.

რუსული მხარის ცნობით, კიევი კურსკში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
უკვე თითქმის ერთი კვირაა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის
ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.

მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456