არსებული ინფორმაციით, კახეთის სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალის
გატაცების საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. როგორც მაშინ ოჯახის წევრებმა განაცხადეს,
გატაცებაში 4 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც 23 წლის ქალი
"მანქანაში ჩატენეს".
"ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს.
გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს
გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ
მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს." -
უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას გატაცებულის ბიძამ.
ტაბულა მეტი დეტალის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.