კობახიძე: სიის ნაწილს უახლოეს 1 კვირაში დავასახელებთ, განახლება გვექნება გუნდში
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება „უახლოესი ერთი კვირის“ განმავლობაში იგეგმება. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდში იქნება განახლება.

„ჩვენ ვფიქრობთ სიის დასახელებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. სიახლეები, განახლება გვექნება გუნდში. ეს ყოველ ჯერზე ხდება ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკის ჯანსაღი შემადგენელი ნაწილი და ამ შემთხვევაშიც გვექნება განახლება.

რაც შეეხება
მთლიანად სიას, ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ სიის წარდგენა ხდება ხოლმე ზუსტად ბოლო დღეს, როცა ეს იურიდიულად არის შესაძლებელი და ეს უწევს 26 სექტემბრისთვის“,
– განაცხადა კობახიძემ.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1