დავით კეზერაშვილი პასუხობს პროკურატურის განცხადებას, რომ უწყებამ
გახსნა ქოლ-ცენტრების საქმე, რომელშიც მისი სახელი ფიგურირებს და მას
„ცილიმწამებლური კამპანიის გაგრძელებად“ აფასებს.
კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
„6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ
გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი
დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს
ადასტურებს პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც
პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ
პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით
გამოყენება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კეზერაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ჰელსინკის კომისიამ თაღლითური
ქოლ-ცენტრების გამოყენებაში სწორედ „ქართულ ოცნებას“ დასდო ბრალი:
ამავე განცხადებაში კეზერაშვილი ამბობს, რომ „ბი-ბი-სის“ გამოძიება,
რომელშიც მას „ქოლ-ცენტრების“ სქემაში მონაწილეობას ედევოდა,
ბრიტანეთის სასამართლოშია გასაჩივრებული.
„ფილმის შესახებ
დავის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დასრულებისთანავე
გახდება“, – ამბობს იგი.