ეროვნულ გამოცდებზე მარნეულიდან გრანტი 14-მა სტუდენტმა მიიღო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტი 14-მა კურსდამთავრებულმა მიიღო.

მათ შორის 12-მა 50%-იანი დაფინანსების მოპოვება შეძლო, ერთმა სტუდენტმა 70%-იანი გრანტი მიიღო, ხოლო ერთმა კურსდამთავებულმა, 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ადგილობრივმა რესურსცენტრმა მიაწოდა. მათ მიერ გამოგზავნილი სტატისტიკის მიხედვთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გრანტი ოთხი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

  • სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლა (3)
  • სსიპ-მარნეულის
    მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა (1)
  • სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა (2)
  • სსიპ ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლა (8)

მარნეულის მასშტაბით სულ 97 კურსდამთავრებული ჩაირიცხა უნვერსიტეტებში. საუბარია სტუდენტებზე, ვინც გამოცდა 3 ან მეტი საგნით ჩააბარეს. რაც შეეხება „1+4“ ჩარიცხულ სტუდენტებს მარნეულში ასეთი 385-ია.

ამავე თემაზე: მარნეულელი სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტებში გრანტები მოიპოვეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1