ალბანეთი-საქართველოს მატჩის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 სთ-მდე იმოძრავებს
ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ თბილისში მეტრო და ავტობუსების ნაწილი ღამის 2 საათამდე იმოძრავებს.

ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მოქალაქეებს კი ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391
და N397 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123