ოსური მედიის ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში ინციდენტების
პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის (IPRM) ფარგლებში მორიგი
შეხვედრა იმართება.
121-ე შეხვედრაზე კვლავ განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები და
საზღვრის დარღვევის სტატისტიკა ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ბოლო შეხვედრის შემდეგ.
ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაცია,
ტრადიციულად, სოფელ უისტაში (წნელისი) საქართველოს პოლიციის “უკანონო
პოსტის რესპუბლიკის ტერიტორიიდან
მოხსნის საკითხს დააყენებს”.
შეხვედრები IPRM ფორმატში იმართება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და
ეხება კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს. დიალოგში მონაწილეობენ
სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო], რუსეთის, საქართველოს, ევროკავშირისა და
ეუთოს წარმომადგენლები.