თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამოეხმაურა
სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას, რომ ქართველ ხალხს საშუალება აქვს, ამ
არჩევნებზე მოიშოროს „არამზადები“.
კალაძემ თქვა, რომ ისინი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, არიან
„საქართველოს მტრები“. კალაძის თქმითვე, „ისინი არიან თაღლითები“
[ქართული მედიის დიდმა ნაწილმა რიშის განცხადებაში სიტყვა rascals
თარგმნა როგორც „თაღლითები“].
„ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან
თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს. სენატორი იყოს, ან ვინც არ უნდა
იყოს. ვინც შეურაცხყოფს ჩემs ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი,
რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია“, – თქვა
მან.