ენმ ამბობს, რომ პარტიის წევრს, ზურაბ აბაევს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ პარტიის წევრს, ზვიად აბაევს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მაშინ, როცა ის ნაძალადევის ოფისიდან გამოვიდა.

პარტიის ცნობით:

„სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ”.

თავდაპირველად ის შსს-ის ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი – მე-8 საავადმყოფოში.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ აბაევს ჰქონდა დაზიანებები სახის არეში, სტკიოდა
მუცელს, ჰქონდა პირღებინება, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

ლაშა ტყეშელაძისვე თქმით, აბაევი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე – წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე – სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” უთხრეს, რომ ზვიად აბაევი პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რასაც არ დაემორჩილა. შედეგად, აბაევი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123