აშშ სავიზო სანქციებს უწესებს 60 ადამიანს საქართველოში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სავიზო სანქციებს დაუწესებს საქართველოს 60 მოქალაქეს – მთავრობის, ბიზნესისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“.

სახდეპის ცნობით, სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც. კონკრეტულად ვისი დასანქცირება მოხდება, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ:

„სანქცირებულთა შორის არიან მთავრობის, ასევე მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი ხალხისთვის ფუნდამენტური
უფლებების შეზღუდვისთვის; ბიზნეს-ლიდერები, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციულ პრაქტიკებში; პირები, ვინც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას უწევდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მომიტინგეების ცემაში; პარლამენტის წევრები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“.


სახდეპი აღნიშნავს, რომ შეშფოთებული რჩება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევით და ანტიდემოკრატიული ქმედებებით. უწყებაში ამბობენ, რომ განაგრძობენ დამატებითი ზომების განხილვას.

„აშშ უპირობოდ უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად აპროტესტონ ძალადობის, დაშინების და ჩახშობის შიშის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123