საქართველოში British Airways შემოდის
2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – ‘’British Airways” შემოდის.
ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

“ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან.

2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება”,
– აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ბილეთების
შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია. ‘’British Airways”-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს.

‘’British Airways”-ი “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ. ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია”, – აცხადებენ გაერთიანებაში.


Print ელ. ფოსტა
თეგები: ‘’British Airways”
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123