შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის
მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი – ბ.ჯ. დააკავეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს
დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს,
დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს
დაბადებულ კ.ა.-ს.
საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.ა. მიყენებული
დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის
იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – ნათქვამია
განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“
პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული
სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას
გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.