„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული
ღონისძიებები ქვემო ქართლში გაგრძელდება.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს მოსახლეობასთან
შეხვედრა ქალაქ რუსთავში გაიმართება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.
ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.