პრემიერი გაეროში მსოფლიო ლიდერებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გააცნობს – ბაქრაძე
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ "პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის" კუთხით.

"მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერმინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი,
რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის".
- თქვა ბაქრაძემ.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1