დედაქალაქში დამატებით 25 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს -
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე ისაუბრა.
"საერთო ჯამში თბილისში ამ დროისთვის 100 ერთეული 18-მეტრიანი
ავტობუსი იმოძრავებს. ახალი ავტობუსები კი ეტაპობრივად გავა
ხაზებზე" - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, ელოდებიან დამატებით 100 ავტობუსის შემოსვლას და
საერთო ჯამში, თბილისში 200 ერთეული გაზზე მომუშავე 18-მეტრიანი
ავტობუსი იქნება.