ბენიამინ ნეთანიაჰუ - დღეს ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის
დღეს ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

„ეს თავდასხმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს გაერთიანდნენ თეირანის წინააღმდეგ.

„ისინი უნდა დადგნენ ისრაელის გვერდით. არჩევანი
არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მძევლების დაბრუნებას და უზრუნველვყოთ ჩვენი არსებობა, ჩვენი მომავალი“,
– განაცხადა ნეთანიაჰუმ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1