ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო
ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, — ამის შესახებ ინფორმაციას
ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"წყაროს ცნობით, აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ.
პრე-სანქციური — წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ
ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან
დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ
მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის
ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები
ავრცელებენ.
საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის
ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო
ინსტიტუტებზე", — წერს ფორმულა.