რომელ რეგონებში ფიქსირდება უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი ფაქტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 423 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 139 ფაქტი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში. იმერეთში დაფიქსირდა 94 სამართალდარღვევა. 44 ფაქტია გამოვლენილი ქვემო ქართლში, კახეთში - 29, სამეგრელო
-ზემო სვანეთში - 27, აჭარაში - 17, გურიაში - 11, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, შიდა ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1.

ასევე, 43 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - ბოლო 4 თვეში თბილისში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა: სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა და სხვა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 15, სახლართი ტიპის ბადით - 223, ე.წ. ჩოგან-ბადით-15, „ფაცერით“ – 12, „გოდორ-ყურით“ – 7 და ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი. დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.

მიმდინარე წელს ჯამში ამოღებულია 2600 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 200 მეტრზე მეტი სიგრძის თოკზე მობმული ნემსკავი და 40 ერთეულზე მეტი თევზმახე - ე.წ. ოჩხი,14 ერთეულზე მეტი თევზსაჭერი ე.წ. ფაცერი, 8 „გოდორყურე“. პრევენციული ღონისძიებები გატარებულია მდინარეებზე - მტკვარი, ჭოროხი,კაპარჭინა, სუფსა, ალაზანი. ასევე, ლაშთანის ტბაზე, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავებზე, თბილისის ზღვაზე.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1