საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დაქირავებით
დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 771.5 ათასი ადამიანი შეადგინა,
რაც 6.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოში დასაქმებულთა მთლიანი
რაოდენობის 40.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8% - საშუალოზე, ხოლო
39.8% - მცირე ბიზნესზე.
სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს
სექტორში ლიდერობდნენ: საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 28.6%-ით,
ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი
- 11.7 %-ით, დამამუშავებელი
მრეწველობა - 9.6%-ით და ჯანდაცვის სოციალური მომსახურების
საქმიანობები - 9.6%-ით.
ამასთან, მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების
დარგზე - 8.4%, მშენებლობა - 8.3%, ინფორმაცია- კომუნიკაცია - 5.7% და
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების
საქმიანობები - 5.1%.
Bpn.ge დაინტერესდა, საქართველოში ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს.
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, გასული წლის
მდგომარეობით, 20 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიის ჩამონათვალი
ასეთია:
- სს საქართველოს რკინიგზა
- შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შპს ორი ნაბიჯი
- სს ენერგო - პრო ჯორჯია
- სს ნიკორა ტრეიდი
- შპს თბილსერვის ჯგუფი
- შპს ავერსი-ფარმა
- სს არ ემ ჯი კოპერი
- შპს აჭარა ტექსტილე
- შპს ფუდმარტი
- სს საქართველოს კლინიკები
- შპს ჯეო ჰოსპიტალს
- შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია
- შპს ევოლუშენ ჯორჯია
- შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
- შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანია
- შპს რითეილ ჯგუფი