თურქეთმა Discord-ზე წვდომა დაბლოკა
თურქეთმა, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ონლაინ პლატფორმა Discord-ზე წვდომა დაბლოკა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ (BTK) თავის საიტზე გამოაქვეყნა.

პლატფორმაზე წვდომა ბავშვებისა და ქალების მიმართ ორგანიზებულ სექსუალურ ძალადობაში და გამოძალვაში ბრალდებულ ჯგუფებთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების შემდეგ შეიზღუდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩინის თქმით, ანკარაში სასამართლოს გადაწყვეტილება Discord-ის გაუქმების შესახებ ეფუძნება ეჭვს, რომ პლატფორმაზე "ბავშვთა სექსუალური ძალადობისა და უხამსობის" წამახალისებელი კონტენტი ვრცელდება .

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას ცნობით, ასევე დააკავეს ორი არასრულწლოვანი პირი მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ისინი ბავშვების მიმართ
სექსუალური ძალადობის შემცველი წამახალისებელი მოწოდებებისა და კონტენტის ჯგუფის მოდერატორები იყვნენ. გამოძიების შემდეგ Discord-ზე წვდომა ანკარის სისხლის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა.

მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთში 19 წლის მამაკაცმა ორი ქალი მოკლა. ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Discord-ის ზოგიერთი მომხმარებელი დანაშაულს აქტიურად უჭერდა მხარს. ამან საზოგადოების მხრიდან პლატფორმის გარკვეული ჯგუფების მიმართ ინტერესი და აღშფოთება გაზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფებში ვრცელდებოდა ბავშვებზე, ქალებზე და ცხოველებზე ძალადობის, მათ შორის, მკვლელობის მადიდებელი პოსტები და კადრები.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1