კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციაზეც ამბობს, რომ არაფრის ფასი არ აქვს. ის ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რომ ქვეყანსში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.

რეზოლუციით გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების” „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს”. რეზოლუციის პროექტით ასევე მოთხოვნილია, რომ არ მოხდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში,

სანამ ძალაშია რუსული კანონი.

„ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი – საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს“,
– თქვა კალაძემ.

მისივე განცხადებით, რუსეთს სანქციების დაწესებით საქართველო ვერაფერს დააკლებდა და სანქციებთან მიერთების მოთხოვნის მოტივი ხელისუფლების დაზიანება იყო.

„სანქციებს რომ მივერთებოდით, ვინ დაზიანდებოდა ამით? დაზიანდებოდა ჩვეულებრივი მოქალაქე, გლეხი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გაგვიუბედურდებოდა ეკონომიკა. რუსეთს ამით ჩვენ ვერაფერს დავაკლებდით და მოტივი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეზიანებინათ. ჩვენ ხალხმა რატომ აგვირჩია? – იმიტომ, რომ ვატარებთ პროქართულ, პრაგმატულ პოლიტიკას და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ. ხალხი იმიტომ გირჩევს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატარო, თორემ იარაღის აღებას რა უნდა? ეს ყველაზე მარტივია, აიღო იარაღი და იომო, მაგრამ სულელი ხომ არ უნდა იყო?! – მიზანიც ეს იყო, რომ თუ მივიღებდით არასწორ გადაწყვეტილებას და გავაუბედურებდით ხალხს, ხალხი ისევ ჩვენ მოგვადგებოდა და ლეგიტიმური უფლებაც ექნებოდათ“, – თქვა კალაძემ.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
თეგები: კახა კალაძე
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები