14 ოქტომბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეკრანი დამონტაჟდება და
საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება ჩატარდება -
აცხადებს თბილისის მერია.
ღონისძიების გამო ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება
აიკრძალება.
შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის
კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე
არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის
14:00 საათამდე იმოქმედებს.
N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან
კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს
დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით
მოძრაობისას
ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ
იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და
შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 14 ოქტომბერს,
20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.