საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.- წერია IDFI
კვლევაში რომლის ავტორი მარნეულელი ფაგან აბასოვია. ჩვენ მოკლედ
შევაჯამეთ ის მთავარი მიგნებები რომლებზეც მკვლევარმა აქცენტები
გააკეთე.
ბოლო წლების საპარლამენტო არჩევნებმა და კვლევებმა აჩვენა, რომ
სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიტიკურ პარტიებსა და ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა სუსტია. ეს გავლენას
ახდენს მოსახლეობის აქტიურობაზე და პოლიტიკურ პროცესებში
ჩართულობაზე.
არჩევნების შედეგები:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა
73-დან 30-მდე შემცირდა, ხოლო პროპორციული სისტემით პარლამენტში 120
დეპუტატი აირჩიეს. 48 პოლიტიკური პარტიის და 2 საარჩევნო ბლოკის
მონაწილეობის ფონზე, 490 მაჟორიტარობის კანდიდატიდან მხოლოდ 16
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი იყო. 9 პარტია მოიპოვა
მანდატი, თუმცა ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების
წარმომადგენლობა პარლამენტში მინიმალური დარჩა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა
კვლევა აჩვენებს, რომ პარლამენტში 1,335 კანდიდატიდან მხოლოდ 33 იყო
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ან სომეხი. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ
პარტიული სიები არ არიან წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების
ინტერესების მიხედვით. არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“
კანდიდატებმა მოიპოვეს ხმების ნახევარზე მეტი და ამომრჩევლების
ბანაკებად დაყოფა, რაც განსაკუთრებით გაუარესებს ეთნიკური
უმცირესობების მდგომარეობას.
პოლიტიკური ჩართულობის პრობლემები
კვლევის მონაწილეები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური
ჩართულობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან
პოლიტიკური ნების არსებობა. დემოკრატიის ხარისხი საქართველოში კიდევაც
გაუარესდა. 2009 წლიდან განხორციელებულ სტრატეგიებში გათვალისწინებული
იყო პარტიულ სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების
რაოდენობის გაზრდა, თუმცა წარმატებული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ
გადაიდგმულა.
ინფორმაცია და კომუნიკაცია
საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოება ხშირად იზოლირებული
რჩება. სახელმწიფო ენის არცოდნა და ინფორმაციის ნაკლებობა არის
მნიშვნელოვანი პრობლემები. ექსპერტები და ფოკუს-ჯგუფები აცხადებენ,
რომ სახელმწიფო სტრატეგია მედიაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას
ითვალისწინებდა, თუმცა ამ მხრივ ნაბიჯები არასაკმარისად არის
გადადგმული. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპოლიტიკა არ ემსახურება
ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს.
ადგილობრივი არჩევნები და წარმომადგენლობა
ადგილობრივი ახალგაზრდების აზრით, ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლობა პოლიტიკაში იზრდება, თუმცა ეს არ ეხება ყველა
რეგიონს. მაგალითად, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში
ეთნიკური სომხები უკეთ არიან წარმოდგენილნი, ვიდრე ქვემო ქართლის სხვა
მუნიციპალიტეტებში, სადაც ასეთი წარმომადგენლობა ნაკლებად არის
აქტიური.
არჩევნების დროს დაპირისპირება
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეთნიკურ
უმცირესობებთან დაკავშირებული დაპირისპირება იზრდება. ხშირად ხდება
კანდიდატებზე ზეწოლა, რაც უმცირესობების პოლიტიკურ ჩართულობაზე
უარყოფითად აისახება. 2016 წლის არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტები
და დაპირისპირებები აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებზე ზეწოლა პოლიტიკური პროცესების უსაფრთხოებას საფრთხეს
უქმნის.
პოლიტიკური ცვლილებები
2008 წლიდან, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა
მმართველი პარტიის მიმართ საგრძნობლად შემცირდა. 2012 წელს, 85%-იანი
მხარდაჭერა 70.7%-მდე დაეცა, 2016 წელს კი - 53.48%-მდე. 2020 წლის
არჩევნებზე, ოპონენტების ხმების რაოდენობა თითქმის სამჯერ
გაიზარდა.
დასკვნა
ბოლო წლებში ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევა მნიშვნელოვან
ცვლილებებს განიცდის. ხელისუფლების მიერ საჭირო პოლიტიკური ნების და
საკანონმდებლო მექანიზმების არარსებობის პირობებში, ეს ჯგუფები
პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვან მონაწილედ შეიძლება იქცნენ.
პოლიტიკური პარტიები უნდა იმუშაონ ეთნიკური უმცირესობების
საჭიროებების გათვალისწინებით და შექმნან მჭიდრო კომუნიკაცია მათთან,
რათა უზრუნველყონ მათი აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.
კვლევის სრულ ვერსიის გასაცნობათ დააჭირეთ
აქ