არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების გაყალბებაზე ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია.

"მტკიცებულება ამ ფაქტის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ყველა გამოკითხვაში ირჩევს და მხარს უჭერს ევროპულ გზასა და ევროპულ ინტეგრაციას, თუმცა უცბად, ეს ყოველივე ერთ არჩევნებში შემობრუნდა - ხალხი მზადყოფნაშია ამისთვის და

გარეთ გამოდის ევროპული გზისთვის.

ყველაფერი იქნა გამოყენებული არჩევნებზე - სხვადასხვა სახის თაღლითობა, ყველა ინსტრუმენტი და გაყალბების გზა, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის ფორმატი, რომელზეც დადასტურდა, რომ ისინი შვიდჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ იყენებდნენ მოქალაქეებისგან ჩამორთმეულ პირადობის დამადასტურბელ მოწმობებს.

ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია.

რაც ახლა ხდება აჩვენებს პროცესს სისტემური დარღვევებისა, რაც მოხდა.

ამ მასშტაბისა და ასეთი სიმრავლის თაღლითობა, ვფიქრობ პირველად ხდება საქართველოში".
- თქვა ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები