ცესკო პრეზიდენტზე: გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე
ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ტექნოლოგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ გათეთრებულიყო გაყალბება.

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტს, მის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PROV&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის
სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ დეზინფორმაციას".
- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

პრეზიდენტი: ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების

"ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს, ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს, დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა". - თქვა ზურაბიშვილმა 27 ოქტომბერს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1