„წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას“ – ჰელსინკის კომისია
აშშ-ის კონგრესში მოქმედი ჰელსინკის კომისია საქართველოს თაობაზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას.

„საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დღეებში, სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულებები, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

მესამე მხარეებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს დარღვევებზე როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, რამაც გავლენა იქონია შედეგების სამართლიანობაზე.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ხაზი გაუსვა რუსეთის ნატიფ მცდელობას, ჩარეულიყო არჩევნებში და ძირი გამოეთხარა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.

აშშ-მა და ევროკავშირმა მხარი უნდა დაიჭრონ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, სანამ ისინი გზას სახავენ საარჩევნო პროცესამდე, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას“,
– ნათქვამია განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები