საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ფრენები 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში
ორჯერ, Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss
ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს
Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი
აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, არსებული ინფორმაციით ერთი გზის
ფასი საშუალოდ 200
დოლარიდან დაიწყება და 400 დოლარსაც მიაღწევს.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International
Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის
მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა
და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.