კობახიძე: არჩევნები იყო სუფთა, ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში
არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს ყველაფერი, — ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პროკურატურის მიერ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას

"არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში და ამის გამოხატულებაა ეს ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა ცესკოს მხრიდან.

ასევე მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი
რეაგირება მოახდინა ცესკოს მიმართვაზე. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში.

არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს ყველაფერი.

ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის უწყებებს გამოეძიებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის."


წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1