უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პირველი და ერთადერთი
ევროპელი ლიდერია,
ვინც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ეგზიტპოლების
გამოცხადების შემდეგ, მალევე, - ჯერ კიდევ ცესკოს მონაცემების
გამოქვეყნებამდე. 28 ოქტომბერს კი, ორბანი თბილისში ჩამოვიდა.
ვიქტორ ორბანი ახლა „ქართული ოცნების“ დიდი მეგობარია, როგორც მანამდე
- „ნაციონალურ მოძრაობის“ იყო. 2012 წელს, მაშინ მმართველი პარტიის
საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა და ქართველებს მოუწოდებდა
-
წარსულში არ დაბრუნდეთო.
მმართველი მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ფიდესის“ ლიდერი, ქვეყნის
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად
ითვლება. 2024 წლის ივლისში მოსკოვშიც კი იყო ჩასული.