პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების
მიხედვით,წელს ოქტომბერში გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ნიორი, კივი და ლიმონი.

უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ოქტომბერში გაძვირებული პროდუქტების ათეულს:
  • ნიორი - 68.7%
  • კივი - 51.7%
  • ლიმონი - 30.8%
  • ფორთოხალი - 27.6%
  • მანდარინი - 26.2%
  • ბრინჯი - 23.8%
  • პომიდორი - 17.4 %
  • ლუდი - 11.4%
  • ყავა დაფქული 11%
  • ქიშმიში - 8.7%
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345