გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა
გორის რაიონულმა სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.

ISFED-ის იურისტის, რატი თინიკაშვილის თქმით, სასამართლომ სარჩელის მეორე ნაწილი არ დააკმაყოფილა, რაც დარღვევის გამო კომისიების თავმჯდომარეებისა და მთვლელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობდა.

"პირველ ნაწილში, რაც გულისხმობდა უბნების შედეგების ხელახლა დათვლას, ამ ნაწილში სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და დაავალა გორის საოლქო კომისიას, ხელახლა დაითვალოს 15 უბანზე ბათილი
ბიულეტენების რაოდენობა.

მეორე ნაწილი გულისხმობდა დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ კომისიების თავმჯდომარეებს და მთვლელებს - მეორე ნაწილი არ დააკმაყოფილა სასამართლომ"
- ეუბნება თინიკაშვილი ტაბულას.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345