მილერი: აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, პოსტსაარცევნო პროცესში.

მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ განიხილავენ დამატებით ნაბიჯებსაც და „საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენებისგან თავს
არ შევიკავებთ”.

„ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ნათლად ვაჩვენეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას ევროკავშირში გაერთიანებაზე და რომ მომხრე ვართ მათი ევროატლანტიკურ პარტნიორებთან სამომავლო ინტეგრაციის.

როგორც იცით, გადახედვის ქვეშაა საკმაოდ დიდი მოცულობის ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა [ამერიკისგან] იღებდა და ამ დახმარებიდან 95 მილიონი დოლარი შეჩერებულია.

ეს კი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც ვნახეთ, რომ მათ [საქართველოს ხელისუფლებამ], გადადგეს. განვიხლავთ დამატებით ნაბიჯებსაც, რისი გადადგმაც შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ”,
– განაცხადა მეთიუ მილერმა.

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეთიუ მილერმა, ისევე როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განცხადებები გააკეთეს. ყველა მათგანი საარჩევნო დარღვევების და მათი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345