სალომე ზურაბიშვილი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ძლიერი ამერიკა — ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი — ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“,
— წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.



5 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ლიდერობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები