დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობა უზრუნველყოფს გლობალურ მშვიდობას – კობახიძე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მისალოც ტექსტში კობახიძემ კვლავ ახსენა ტერმინი გადატვირთვა, რომელსაც ის ხშირად იყენებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას.

“ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამ გადამწყვეტ გამარჯვებას არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობა უზრუნველყოფს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას”, – წერს კობახიძე.




5 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც რესპუბლიკელი კანდიდატი, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლიდერობს. აშშ-ში ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან. თუმცა, ტრამპმა უკვე გაიმარჯვა ორ მერყევ შტატში: ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში, იგი სხვა მერყევ შტატებშიც ლიდერობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები