სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) არცერთი
სარჩელი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს
გადაწყვეტილება 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე.
4 ნოემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა
დააკმაყოფილა ISFED-ის მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15
საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაავალა.
გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ სააპელაციო
სასამართლოში გაასაჩივრა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროსა და
გორის რაიონული
სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ
დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია)
სარჩელი და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სარჩელით საია
მოითხოვდა წალკის და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების
ბათილად ცნობას. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის
საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს
საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.
გორის რაიონულმა სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის
თანახმადაც, №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში
შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა
დაევალა.