თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე
„უსაქმურებს“ და „მავნებლებს“
უწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებს, რომლებიც
საქართველოში იმყოფებიან.
კალაძის თქმით, ასეთი ადამიანების განცხადებებს და ქმედებებს „ჩალის
ფასი აქვს“.
„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან — ერთ,
ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც
ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა
რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? — სიცრუით. დღესაც
აგრძელებენ სიცრუის პროპაგანდას. ყველამ კარგად ვიცით, რას
წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ
განცხადებებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დელეგაციის წევრები პატივს არ სცემენ საქართველოს
სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს.
„ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე,
ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით
და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს
არეულობა, დაძაბულობა. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. ეს ადამიანები
პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ
ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის
ფასი“, — განაცხადა კალაძემ.
- თბილისის მერი საუბრობს თბილისში მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის
(გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის,
ესტონეთის, პოლონეთის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების
თავმჯდომარეთა დელეგაციაზე.
- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დელეგაციას შეხვედრაზე
უარი უთხრა.