2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ
5 043 663-ს მიაღწია,
რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ამის შესახებ „თიბისი
კაპიტალის“ ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის
სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამავე დროს, მეზობელი
ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ჯერ კიდევ
ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს.
„რაც შეეხება ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს, ძლიერი
აღდგენა აჩვენეს და მათმა მაჩვენებლებმა შესაბამისად, 152%-სა და
136%-ს მიაღწია.
აზერბაიჯანი განაგრძობს ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებლის
დაფიქსირებას, 14%-ით. შეზღუდული აღდგენის ძირითად მიზეზი
აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილობრივ დახურვაა. აზერბაიჯანის მთავრობის
დადგენილების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ
ძალაშია, თუმცა მათი მოხსნის ზუსტი ვადა უცნობია,“ -
ნათქვამია მიმოხილვაში.