აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნის ზუსტი ვადა უცნობია
2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5 043 663-ს მიაღწია, რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამავე დროს, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ჯერ კიდევ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს.

„რაც შეეხება
ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს, ძლიერი აღდგენა აჩვენეს და მათმა მაჩვენებლებმა შესაბამისად, 152%-სა და 136%-ს მიაღწია.

აზერბაიჯანი განაგრძობს ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებლის დაფიქსირებას, 14%-ით. შეზღუდული აღდგენის ძირითად მიზეზი აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილობრივ დახურვაა. აზერბაიჯანის მთავრობის დადგენილების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, თუმცა მათი მოხსნის ზუსტი ვადა უცნობია,“
- ნათქვამია მიმოხილვაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345