ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები
გაიმართება – ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,
დაგეგმილი დებატები საქართველოს დროით 18:00 საათზე იწყება და
სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს განიხილავენ საქართველოს საკითხსაც.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ჯგუფები ამ საკითხის
დასამატებლად პლენარული სხდომის დღის წესრიგის შეცვლაზე შეთანხმდნენ,
თუმცა გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა სხდომის
გახსნისას უნდა
დაადასტურონ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს გამართულ დებატებზე,
ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს, მათ შორის სავარაუდო რუსულ ჩარევას.
რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე
უყრიან.