„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს,
თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს,
რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს
ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა
შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა
პასუხი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის
დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ
შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ
გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32
პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა,
რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების
დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად
სამწუხაროა“,- აცხადებს კობაძიძე.
28 ნოემბერს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო,
რაც „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ
აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.
რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ
მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი,
რომელშიც ასევე ცრემლმდენი ნივთიერებები იყო შერეული.
შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ
პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი
ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და
173-ე მუხლების შესაბამისად, დაკავებულია 43 პირი.