გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ
თანამშრომლებს, რომლებმაც მთავრობის არაკონსტიტუციური
გადაწყვეტილებების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს, აიძულებენ დაწერონ
განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.
როგორც ჩანს, მსგავსი პროცესები სხვა უწყებებშიც მიმდინარეობს.
ლევან ცუცქირიძე, საზოგადოებისთვის ცნობილი უფლებადამცველი, აქტივისტი
ამ საკითხზე „ფეისბუქზე“ წერს:
„პატრიოტ საჯარო მოხელეებს მოგიწოდებთ, არ დაწეროთ ასეთი
განცხადებები და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუკი ხელმძღვანელობის
ბრძანებით გაგათავისუფლეს, გაასაჩივრეთ. ჩვენ და, დარწმუნებული ვარ,
სხვა უფლებადამცველებიც დაგეხმარებიან ამაში.“
მისივე თქმით, აუცილებელია მსგავსი შემთხვევების შესახებ საჯაროდ
საუბარი, რათა საზოგადოებამ და უფლებადამცველებმა შეძლონ სათანადო
რეაგირება:
„თქვენ არ ხართ ვალდებული შეასრულოთ თვითმარქვია
ხელისუფლების უკანონო მითითებები,“ – აღნიშნავს
ცუცქირიძე.