მოქალაქე, რომელიც მანქანით საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, 1 000
ლარით დააჯარიმეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.
„1000 ლარი რის გამო?! ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ
აქტივისტებს აღარ გავყვებით, რომ დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში?
ამით ვერ შეგვაშინებენ ვერასდროა, გაიკეთონ, ბოდიში და,
*რაკში”, – ამბობს მოქალაქე, რომელიც პატურლმა 1000
ლარით დააჯარიმა.
სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია ას.კ.-ის 125-ე მუხლი, რომელიც
ითვალისწინებს: „ქალაქში ან სხვა
დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო
საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას ან ჯგუფურ მოძრაობაში
მონაწილეობას, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით”.
დღევანდელი აქცია დელისის მეტროსთან დასრულდა – მოქალაქეები
პარლამენტთან ხვალ კვლავ შეიკრიბებიან. მას შემდეგ, რაც საპოლიციო
ძალებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დაარბიეს, მათ გმირთა
მოედნისკენ გადაინაცვლეს, რის შემდეგაც მსვლელობით გადავიდნენ
მერიასთან და აქცია დელისის მეტროსთან დაასრულეს.