რეანიმაციაშია, უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია - ექიმი აქციაზე დაშავებულ 22 წლის კაცზე
ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაშია და იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ.

როგროც ექიმი ამბობს, ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.

„22 წლის კაცთან დაკავშირებით უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი, სასიცოცხლო პარალეტრები ამ დროისათვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შნარჩუნებული, თუმცაღა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგობის მიერ დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზირი
ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“,-
უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა, რომელშიც 21 წლის ბიჭი იმყოფება.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას.“

თუმცა, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.

3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის კაცი, ალექსი თირქია მედიკამენტური ძილის ქვეშ იმყოფება.

ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და არის კომატოზური ძილის მდგომარეობაში.

ექიმის თქმით, კაცი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით.

მისივე განცხადებით, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია, აქვს გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევა.

მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმისვე თქმით, პაციენტი ამბობს, რომ ჰქონდა ტრავმა ბლაგვი საგნით, თუმცა, ვინაიდან გონება დაკარგა და მომხდარს ზუსტად ვერ იხსენებს.

ექიმის თქმით, თირქიას ოპერაციის ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. მისივე განცხადებით, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.

ახალგაზრდა კაცს სახეზე სავარაუდოდ სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა.

დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.

იოსებ ჩანადირისვე თქმით, ალექსი თირქიას ორივე მშობელი ემიგრაციაშია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12