გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა
გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2015 წლიდან მუშაობდა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ის რჩება
ტელევიზიაში წამყვანის პოზიციაზე.

თანამდებობის მიზეზებისა და სხვა დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს როგორც თავად გვიმრაძეს, ისე მაუწყებლის ხელმძღვანელობას. თუმცა, ისინი ჩვენს ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12