„ფორმულა“: თბილისში დავით კეზერაშვილის სახლთან პოლიციაა მისული
ტელეკომპანია „ფორმულა“ ამბობს, რომ თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, დავით კეზერაშვილის საკუთრებაში არსებულ ბინასთან პოლიციაა მისული და ბინაში შესვლას აპირებს.

„ფორმულას“ ცნობით, იქ ცხოვრობს დავით კეზერაშვილის ნათესავი დიმა ჩიქოვანი, თუმცა ის სახლში არ იმყოფება.

„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გასულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები არიან კორპუსის სადარბაზოში. ჟურნალისტი იუწყება, რომ ისინი ცდილობენ, გახსნან საცხოვრებელი ბინის კარი.

რა საგამოძიებო ღონისძიების
ფარგლებში მოქმედებს პოლიცია, ჯერჯერობით, უცნობია.

„TV პირველი“ იუწყება, რომ პოლიციაა მისული ასევე კეზერაშვილის საკუთრებაში არსებულ მეორე სახლში წერეთლის გამზირზე.

„ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამწუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!”. – წერს დავით კეზერაშვილი.

დიმიტრი ჩიქოვანმა კი თქვა:

„ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ შევიდნენ ჩხრეკაზე. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება უნდათ და ცდებიან თუ ფიქრობენ,რომ ამას შეძლებენ. ცალკეულ პირებთან სახლში შეჭრები, უკანონო დაკავებები და ზეწოლები არავის გააჩერებს. ქართველი ხალხი რუს დიქტატორს და მისი რეჟიმის მალე გაა***ბს საქართველოდან. სამუდამოდ. ბოლო დღეებს ითვლიან და ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო”.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12