მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მდინარე
ალგეთზე გადასასვლელი ორი ხიდის მშენებლობისათვის ტენდერები მესამედ
გამოაცხადა.
ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო
ხიდის მისასვლელი და ნაპირსამაგრის მშენებლობის სამუშაოების
შესყიდვისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი განმეორებით 5
დეკემბერს გამოაცხადა. ბოლო ორ ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას
არ მიუღია. ახალი ტენდერი უცვლელი სახით, 592 674 ლარად,
გამოაცხადდა
„პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია დაზიანებული
გადასასვლელი ფილის დემონტაჟი და ახალი ანალოგიური კონსტრუქციის ფილის
მოწყობა, არსებული დაზიანებული მოაჯირის ბეტონის ტუმბოების დემონტაჟი
და ანალოგიური კონსტრუქციის ტუმბოების მოწყობა, რომელზეც დამაგრდება
ახალი ლითონის მოაჯირი. გარდა ზემოაღნიშნულისა ხიდის ორივე სანაპირო
ბურჯის გასწვრივ გათვალისწინებულია მონოლითური რკინაბეტონის,
სარეგულაციო კედლების მოწყობა კბილით და გზის გაყოლებით ბაზრის
მიერთებამდე 108 გრძივი მეტრი სარეგულაციო კედლის მოწყობა“.
- აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მეორე ტენდერი მარნეულის მერიამ ბორჩალოს ქუჩაზე მდინარე ალგეთზე
გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშნებლობისთვის გამოაცხადა. ხიდის
მშნებლობის პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ადგილას მოქალაქეების მიერ
მოწყობილი საავტომობილო ხიდი მდებარეობდა, რომელიც სტიქიური
უბედურების შემდეგ დაინგრა.
„ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი ხარჯებით
მოწყობილი იყო საავტომობილო ხიდი 9 მეტრი სიგრძის რკ.ბეტონის კოჭებით,
რომლებიც დაყრდნობილი იყო რკ.ბეტონის ბლოკებით მოწყობილ ბურჯებზე.
2024 წლის მაისში მომხდარი სტიქიის შედეგად არსებული ხიდი დაინგრა და
დღევანდელ დღეს მოსახლეობას საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებთან
მისასვლელად უხდება საფეხმავლო ხიდით სარგებლობა, მანქანით
გადაადგილების გარეშე, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის მათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა ახალი სახიდე
გადასასვლელის მშენებლობლობა“. - აღნიშნულია ხიდის
მშენებლობის პროექტში
მარნეულის მერია ბორჩალოს ქუჩაზე მდინარე ალგეთზე გადასასვლელი ხიდის
მშნებლობისათვის 396 627 ლარს დახარჯავს.
ახალ ტენდერებში მონაწილეობა 13-16 დეკემბრის პერიოდშია
შესაძლებელი.