საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში ითამაშებს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კროსოვერში (1/8-ფინალის დარ მატჩში) რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრის წინ ფავორიტად რუმინელები ითვლებოდნენ, თუმცა ჩვენმა გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა ანგარიშში უპირატესობა და შეხვედრა ისე დასრულდა, რუმინელებისთვის დაწევის უფლება არ მიუცია. საბოლოოდ 24:12 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

1/4-ფინალში ბერძენი მწვრთნელის, კაჩიგიასის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთს ეთამაშება. მატჩი 10 იანვარს გაიმართება.

7-7 გოლით ბომბარდირობა
გაიყვეს დადვანმა და ახვლედიანმა. შეხვედრა 5 გოლით დაასრულა რუმინელმა გეორგესკუმ.

მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდა:
  • 16:30 უნგრეთი-საქართველო
  • 18:00 საბერძნეთი-იაპონია
  • 19:30 აშშ-მონტენეგრო
  • 21:00 ხორვატია-ესპანეთი
მატჩები 10 იანვარს გაიმართება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები