საქართველომ, 2024 წლის 11 თვეში 2.769 მლნ აშშ დოლარის (2 575 ტონა )
ნიორი იყიდა.
რაც თანხობრივად 124%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო
რაოდენობრივად 43%-ით. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის
იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 1.235 მლნ აშშ დოლარის (1 797 ტონა )
პროდუქტი შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში, წლიურად ყველაზე
მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ნიორი მეორე ადგილს იკავებს.
პროდუქტის
ფასი გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 46.27%-ით არის
გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს იანვარ-ნოემბერში 1 კგ
იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ღირებულება 1.07 დოლარი იყო, ხოლო
წინა წლის იგივე პერიოდში, დაახლოებით 68 ცენტი. (შენიშვნა: ფასი
დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე, საშუალო მაჩვენებლებით).
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2024 წლის 11 თვეში, პროდუქტი ყველაზე
დიდი რაოდენობით შემოვიდა, იმპორტიორებს შორის ლიდერი ჩინეთია,
რომელზეც მთლიანი ნივრის იმპორტის 45% მოდის.
უფრო კონკრეტულად:
- ჩინეთი - 1 152 ტონა (1.350 მლნ აშშ
დოლარი)
- ყაზახეთი - 904.6 ტონა (1.017 მლნ აშშ
დოლარი)
- ირანი - 343.7 ტონა (222.9 ათასი აშშ
დოლარი)
- ყირგიზეთი - 109.5 ტონა (142 ათასი აშშ
დოლარი)
- თურქეთი - 65.33 ტონა (36.7 ათასი აშშ
დოლარი)
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა
თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური
ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 % იყო.