2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების
ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი)
შეადგინა,
რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის
ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.0% იმ 24 უმსხვილეს
პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში
თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული
წლის დეკემბერში მთელი
ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.
2024 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.8 მლნ აშშ დოლარი
(97.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2023 წლის დეკემბრის (32.3 მლნ აშშ
დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია.