მარნეულელი ახალგაზრდების 5 ძირითადი პრობლემა
მარნეულის სხვადასხვა სოფლელში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ჩატარებული გამოკითხვიდან 5 ძირითადი პრობლემა გამოვკვეთეთ, რომელიც მათ აწუხებს.

გამოკითხვაში საბირქენდის, ქუთლიარის, ქვემო სარალის და მოლაოღლის სტუდენტები ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა რადიო „მარნეულს“ ის პრობლემები გაუზიარეს, რომელიც მათ აწუხებთ.

ახალგაზრდების აზრი:

საბირქენდელი სტუდენტი საჰილ ჰუსეინოვი აღნიშნავს, რომ მარნეულში პრობლემები ბევრია და მათი მოსაგვარებლად სახელმწიფოს უფრო მეტი ყურადღება მოითხოვება.

სალიჰი წუხს, რომ სტუდენტებისთვის სამუშაო
ადგილების სიმცირეა. აცხადებს, რომ სამუშაო ადგილები ძირითადად მაღაზიებშია.

სალიჰი ასევე საუბრობს შემდეგ პრობლემებზე:
  • პარკინგის არ არსებობა და ამის გამო გზებში საცობის შექმნა
  • საკანლიზაციო სისტემის ერთი ნაწილის მდინარე ალგეთში დინება, ხშირად წყლის მილების გაფუჭება და გზების დიდი ხნის განმავლობაში ამორტიზებულ მდგომარეობაში დატვება
  • სტუდენტებისთვის, რომელიც თბილისში სწავლობენ, უფასო ტრანსპორტის არ არსებობა
  • ახალგაზრდების მიერ ნაროტიკის გამოყენება და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ საკმარისი ღონისძიებების არ გატარება
სალიჰმა ასევე გაგვიზიარა მისი იდეა, თუ როგორ შეიძლება ქალაქში საცობების განმუხტვა - თვლის, რომ რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბანკები მოპირდაპირე ქუჩაზე, ე.წ. სახანძროს ქუჩაზე, უნდა გადავიდეს, რაც საცობებს შეამცირებს.

ენის ბარიერი და განათლების პრობლემები

სტუდენტი ზეინაბ აბასოვა რომელიც სოფელი ქვემო სარალიდანაა ყურადღებას ამახვილებს ენის ბარიერის პრობლემასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკმარისობაზე.

მისთვის მარნეულში არსებული ყველაზე დიდი პრობლემები ასე გამოიყურება:
  • თბილისში წასვლა-წამსოვლის ხარჯები და ტრანსპორტის პრობლემა
  • აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხარისხი
  • თბილისში ქირით ბინის პოვნის მცირე შესაძლებლობა, რაც სტუდენტებს შორი მანძილიდან უნივერსიტეტში სიარულს აიძულებს
ჰუსეინ კოხაევი, სოფელი ქუთლიარიდან, სკოლებში ინფრასტრუქტურის და განათლების პრობლემებზე საუბრობს.
  • ლაბორატორიები საჭირო აღჭურვილებით არ არიან უზრუნველყოფილნი
  • მასწავლებლები არ არიან მომთხოვნი და შიდა სასკოლო აქტივობის დაბალი დონეა
  • მშობლების მიერ შვილების განათლებისადმი გულგრილობა
სოფელბის პრობლემები

სოფელი სადახლოს მკვიდრი, სტუდენტი, ქამალა ხალილოვა ენის ბარიერსა და სოფლებში ტრანსპორტის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნა, რომ ზაფხულის თვეებში სოფლებში მარშრუტები არ არის და შუქნიშნები გამართულად არ მუშაობს, რაც მათ წინაშე არსებული პრობლემის ნაწილია.

სოფელი მოლაოღლუდან ელჩინ ისმაილოვი კი სკოლებში ქართული ენის დაბალ დონეზე და ჯანდაცვის მომსახურეობის დაბალ ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ საბანკო ფილიალების სიმცირეც ბევრ სირთულეს ქმნის.

ზოგადი პრობლემები

მარნეულში ახალგაზრდებში ჩვენი გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საერთო პრობლემები:
  • ენობრივი ბარიერი განათლებაში
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა
  • უმუშევრობა
  • ჯანდაცვის მომსახურების დაბალი დონე
  • სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები
ზემოაღნიშნული პრობლემები ახალგაზრდებში ყველაზე ხშირად ჟღერდება და მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების ძირითად ინდიკატორად გამოირჩევა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Dil Maneəsi Marneuli Problemlər
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები